მთავარი სიახლეები "აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში სიახლეებია

"აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში სიახლეებია




ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას.

საკრედიტო-საგარანტიო სქემასა და ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება 2024 წლის 3 იანვარიდან განახლდა. საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით, პროგრამაში რამდენიმე ინდუსტრიის მიმართულებით სიახლეებია.


კონკრეტულად, რა ცვლილებები განხორციელდა ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში:

•    აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება - საქმიანობა უნდა განხორციელდეს მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ.ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;

•    პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ახალი ობიექტის კოდი დასახელებით - „C 10.92.0 მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“;

•    „55.20.0 - დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“. აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს 10-ნომრიანი/ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება. ამასთან, აღნიშნული საქმიანობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;

•    საგრანტო კომპონენტს დაემატა შემდეგი საქმიანობა - „C 25.21.0 ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.

ონლაინ ჩატი
×