Home News პოლონეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი

პოლონეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი


Invest


2010 წლის 18-20 ნოემბერს საქართველოს ეწვია პოლონეთის ბიზნეს დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში 18 ნოემბერს სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში”- ში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, პოლონეთის ექსპორტიორთა ასოციაციის და კომპანიაEuroAssociatesორგანიზებით გაიმართა საქართველო- პოლონეთის ბიზნეს შეხვედრა. პოლონეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა პოლონეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი გრაცინა ჰენცლევსკა. საქართველოს მხრიდან შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნ არჩილ კეკელია, რომელმაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა ქვეყნის საინვესტიციო გარემო და დღესდღეობით საინვესტიციო კუთხით მიმზიდველი სექტორები.


19 ნოემბერს გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის. პოლონეთის მხრიდან წარმოდგენილ იქნა 8 კომპანია შემდეგი სფეროებიდან: ავეჯის წარმოება, ავტომობილების ინდუსტრია, მშენებლობა, მეტალურგია, კვების მრეწველობა, დაზღვევა და საკონსულტაციო მომსახურება.


ბიზნეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელმა მათ შორის წინანდლის ძველი მარანი, გუდვილი, თელიანი ველი, BLC იურიდიული კონსულტაციები, ImediL, პროკრედიტ ბანკი, ალდაგი, ბერტა.

Online Chat
×