Home News საქართველო-დანიის ბიზნეს ფორუმი

საქართველო-დანიის ბიზნეს ფორუმი


Invest


2010 წლის 2-4 ნოემბერს  საქართველოში დანიის სამეფოს საპატიო კოსნულისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს ეწვია დანიის ბიზნესმენთა დელეგაცია შემდგარი 7 წამყვანი დანიური კომპანიისაგან.

 

დანიური მხარე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კომპანიების მიერ: IFU; Henning Larsen ; Danfoss; Grundfoss; Rockwool; Bosch; Ramboell.ზემოხსენებული კომპანიების სამუშაო არეალი მოიცავს მსოფლიო კლასის არქიტექტურას, ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტს, სამშენებლო მასალებს, გათბობის სისტემებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. Henning Larsen არის ის აქრიტექტურული კომპანია, რომელმაც დააპროექტა ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი აკვარიუმი და პროექტის ორიგინალურობისათვის მიიღო ჯილდო. იგივე კომპანიის პროექტის მიხედვით აბასთუმანში დაპროექტდა ფეშენებელური სასტუმრო კომპლექსი.

 

ვიზიტის ფარგლეში შედგა  ოფიციალური სახის შეხვედრები შემდეგ სამთავრობო სტრუქტურებთან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჟანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.  დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ.თბილისის მერიას. დანიური კომპანიების წარმომადგენლებმა მოინახულეს მეიდანის მიმდებარე ტერიტორია და დაათვალიერეს განახლებული შენობები, ასევე იხილესაფთაუნ თბილისი”. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ იხილა ოპერის თეატრი და გაეცნო ოპერის რენოვაციის გეგმას.

 

4 ნოემბერს 10 საათზე  სასტუმრომ ”რადისონ ბლუ ივერია” უმასპინძა  საქართველო-დანიის ბიზნეს ფორუმს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება დანიური კომპანიების პრეზენტაციები და ასევე ინდივიდუალური შეხვედრები ქართულ კომპანიებთან. ბიზნეს ფორუმი საინტერესო აღმოჩნდა ქართული მხარისათვის და მონაწილეთა რაოდენობამ 50 კომპანიას გადააჭარბა.

Online Chat
×