Home News საქართველო-პოლონეთი, ლიტვის ბიზნეს ფორუმი

საქართველო-პოლონეთი, ლიტვის ბიზნეს ფორუმი


Invest


2010 წლის 22 ოქტომბერს  სასტუმროშიCitadinesგაიმართა საქართველო-პოლონეთი-ლიტვის ბიზნეს ფორუმი. ღონისძიების ორგანიზატორებს წარმოადგენდა TETO LEDER, EREGAსაქართველოში პოლონეთისა და ლიტვის  საელჩოები, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.

 

პოლონეთის და ლიტვის მხრიდან წარმოდგენილ იქნა 8 კომპანია , რომელთაც სურვილი აქვთ ქართულ კომპანიებთან კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო პარტნიორობის განვითარების.კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი სექტორებიდან : მშენებლობა , ენერგეტიკა,ფოლადის წარმოება,მანქანათმშენებლობა.

 

ოფიციალური პრეზენტაციების შემდეგ ბიზნეს ფორუმის დიდი ნაწილი დაეთმო ორმხრივ შეხვედრებს ქართულ, პოლონურ და ლიტვურ კომპანიებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო რადგანაც 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი გამოცხადდა ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე.

Online Chat
×