Home News ეიჩ ეს ბი სი ბანკი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებენ საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის სემინარებს

ეიჩ ეს ბი სი ბანკი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებენ საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის სემინარებს


Invest


დღეს, ეიჩ ეს ბი სი ბანკმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარეს საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის მეორე სემინარი ქართული ორგანიზაციებისთვის. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ეიჩ ეს ბი სი ბანკის ევროპის რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურული დაფინანსების გაყიდვების ხელმძღვანელი ფრედერიკ ვილსბო, რომელმაც ეიჩ ეს ბი სი-ს ადგილობრივ ექსპერტებსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა საერთაშორისო ვაჭრობის პროცესის, მისი დაფინანსების, მასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი შემცირების შესაძლებლობებზე. სემინარს ესწრებოდნენ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ორგანიზაციების გენერალური და ფინანსური მენეჯერები.

საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პროექტი ეკუთვნის ეიჩ ეს ბი სი ბანკს. იგი უკვე წარმატებულად ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. თითოეულ ქვეყანაში აკადემია მორგებულია კონკრეტული ბაზრის საჭიროებებზე. საქართველოში ის ფოკუსირებულია საერთაშორისო ვაჭრობის პროდუქტებზე, სავალუტო ბაზრებზე და მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.

ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, გაი ლუისმა განაცხადა: “ჩვენი საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პირველმა სემინარმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ მეორე ასეთი სემინარის ჩატარება. ამ პროექტის წარმატება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი ბიზნესებს შევთავაზოთ პრაქტიკული რჩევები და მსოფლიო დონის ექსპერტული ცოდნა საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზეჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ქართულ ბიზნესებს გაძლიერებაში და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო ზრდას.”

ეიჩ ეს ბი სი ბანკი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივად კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებენ, მათ შორის არის ექსპორტის საინფორმაციო ვებ-პორტალი ქართულ ენაზე და ვაჭრობის ვებ-პორტალი ინგლისურ ენაზე.
.

Online Chat
×