Home News ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი

ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი


Invest


2010 წლის 12-13 ოქტომბერს  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ლატვიის საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოში ლატვიის საელჩოს ორგანიზებით  განხორციელდა ლატვიის სავაჭრო მისიის ვიზიტი საქართველოში.

 

12 ოქტომბერს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ქ. თბილისის მერიაში, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. ხოლო 13 ოქტომბერს განხორციელდა ლატვიური კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები ქართულ კომპანიებთან.

 

ლატვიის მხრიდან წარმოდგენილ იქნა 8 კომპანია, რომელთაც სურვილი აქვთ ქართულ კომპანიებთან კონტაქტების დამყარების და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის. კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი სექტორებიდან: ფარმაცეფტიკა, კვების დანამატები, გარემოს დაცვის სერვისები, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება, გარემოს დაცვითი საკონსულტაციო კომპანიები, საწარმოო ნარჩენების გადამუშავება.

Online Chat
×