Home News ექსპორტის ხელშეწყობის სემინარი

ექსპორტის ხელშეწყობის სემინარი


Invest


2010 წლის 12 ოქტომბერს GTZ (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება), DWVG (გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში) და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით  გერმანულ სახლში გაიმართა სემინარი ექსპორტის შესახებ, რომლის სამიზნე აუდიტორიასაც წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში არსებული ქართული კომპანიები.

 

სემინარის მიზანს წარმოადგენდა აუდიტორიის ინფორმირება უცხოელი საქმიანი პარტნიორების მოძიებისა და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების უახლეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. დღის წესრიგი მოიცავდა ორგანიზატორებისა  და მოწვეული სტუმრების მიერ წარმოდგენილ არაერთ საინტერესო პრეზენტაციას. განხილულ საკითხებს შორის იყო: ექსპორტის დაფინანსება, HS კოდები ( პროდუქციის საბაჟო კოდები ) ინკოტერმები, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, ეqსპორტის წარმომავლობის დასაბუთება, ექსპორტის პროცედურები და საექსპორტო შესაძლებლობები ქართული კომპანიებისათვის, საერთაშორისო საბანკო (პროკრედიტ ბანკის პრეზენტაცია) გარანტიები, მისი ფორმები, აკრედიტივი.

 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, იყო შეკითხვები და საინტერესო დისკუსია სემინარის მონაწილეებს შორის. საექსპორტო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარდა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელმა მოახდინა ახალი ქართულენოვანი ექსპორტის საინფორმაციო ვებ პორტალის www.exports.ge პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ქართველი მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისათვის და მორგებულია მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე.

 

სემინარი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა დამსწრე ქართული კომპანიების წარმომადგენლებისათვის. სემინარს 60-მდე ქართული კომპანია დაესწრო.

Online Chat
×