Home News ქართულ-გერმანული ბიზნეს ფორუმი

ქართულ-გერმანული ბიზნეს ფორუმი


Invest


28  სექტემბერს სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია”  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროს, საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების   (DWVG) და ორგანიზაცია COMMIT -ის ორგანიზებით   გაიმართა გერმანია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი.

 

საქართველოში გერმანიის დელეგაციის ვიზიტი გაგრძელდა ორ დღეს და მის ფარგლეში მოეწყო შეხვედრები სხვადასხვა სამინიტროებსა და ორგანიზაციებთან.

 

გერმანიის მხრიდან წარმოდგენილ იქნა 13 კომპანია შემდეგი სექტორებიდან: ქიმიური მრეწველობა, ქარხნების, გზების მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, საინჟინრო სფერო, საერთაშორისო ვაჭრობა, პროექტის დაგეგმვა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექსტილი, კონსალტინგი.

 

ზემოხსენებული სფეროების წარმომადგენლები შეხვდნენ ქართულ კომპანიებს და გამოხატეს სურვილი სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის დაგეგმვისა. ქართული მხარე წარმოდგენილი იყო 80-მდე კომპანიით.

 

29 სექტემბერს გერმანული დელეგაციის წევრებს სამუშაო შეხვედრები ქონდათ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროებში.

 

დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და თბილისის მერიასვიზიტები ასევე განხორციელდა KNAUF Gips Tbilisi Gmbh-ის  დაბარამბოსქარხნებში. უნდა აღინიშნოს, რომ ქარხნების კეთილმოწყობა და ის სტანდარტი, რომელსაც ისინი აკმაყოფილებენ მეტად დადებითად შეფასდა გერმანული დელეგაციის მიერ.

Online Chat
×