Home News ქართულ-იორდანიული ბიზნეს ფორუმი

ქართულ-იორდანიული ბიზნეს ფორუმი


Invest


2010 წლის 22-23 სექტემბერს საქართველოს ეწვია იორდანიის  სავაჭრო პალატის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში სასტუმროში  ქორთიარდ მარიოტი გაიმართა საქართველო იორდანიის ბიზნეს ფორუმი და იორდანიული პროდუქციის გამოფენა. ღონისძიება გაიმართა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით. ბიზნეს ფორუმის პარტნიორს წარმოადგენდა  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.

 

იორდანიის მხრიდან წარმოდგენილ იქნა 8 კომპანია შემდეგი სფეროებიდან: ზეთის ხილის წარმოება, ხის ავეჯი და აქსესუარები, სამშენებლო მასალები, შესაფუთი მასალები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მკვდარი ზღვის პროდუქტები, ქაღალდის წარმოება, საკანცელარიო საქონელი, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა, საბეჭდი მასალები, შოკოლადის წარმოება.  ზემოხსენებული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ქართულ კომპანიებს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით. ქართულ მხარეს წარმოადგენდა 30 კომპანია.

 

ვიზიტის ფარგლებში იორდანიის დელეგაცია ასევე შეხვდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორს ბ-ნ ირაკლი მატკავას, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, საქართველოს რეიტინგი მსოფლიოს სხვადასხვა ეკონომიკური კვლევების მიხედვით და ამასთანავე ამჟამად პრიორიტეტული საინვესტიციო სფეროები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ იორდანიული მხარე მეტად დააინტერესა საქართველოში ახალი ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებმა.

Online Chat
×