2010 წლის 15 სექტემბერს ქ.თბილისს ეწვია თურქ ბიზნესმენთა დელეგაცია ქ.იზმირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობით. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერუია” გაიმართა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი.
ფორუმი გახსნა იზმირის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბ-ნ ეკმირ დემირტაშმა. სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იზმირის ეკონომიკურ განვითარებასა და ბოლოდროინდელ მიღწევებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს წარმოადგენდა ინვესტიციების პროექტების კოორდინატორი ბ-ნ გიორგი ციკოლია, რომელმაც პრეზენტაციის დროს მიმოიხილა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, საქართველოს რეიტინგები სხვადასხვა ეკონომიკური გამოკითხვების მიხედვით. ბ-ნ გიორგიმ ასევე აღნიშნა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს როლის შესახებ, რომელიც არის ერთადერთი სააგენტო ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვასა და დღესდღეობით უკვე ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებში. ზემოხსენებულის გარდა საინტერესო პრეზენტაცია წარმოდგენილ იქნა ”რაკიას” ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მარკეტინგის ხელმძღვანელის ბ-ნ იოსებ ნიბლაძის მიერ, რომელმაც საზოგადოებას გააცნო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კონცეფცია და ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა.
დღის მეორე ნახევარი დაეთმო ორმხრივ შეხვედრებს ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შორის სექტორების მიხედვით. თურქი ბიზნესმენები წარმოადგენილ იყვნენ მრეწველობის შემდეგი სექტორებიდან: მშენებლობა და სამშენებლო მასალები, უძრავი ქონება, ფეხსაცმელისა და ჩანთების წარმოება, რესტორნები და კაფეები, კვების პროდუქტები, შინაური ფრინველის და კვერცხის, ტკბილეულის, ავტომობილების ნაწილების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, საქორწილო კაბების, საიუველირო ნაწარმის წარმოება, აუდიტორული, კომპიუტერული, ბეჭდვითი მომსახურება (სტამბა), ბიოქიმიური და ჰემატოლოგიური რეაქტივები და დანადგარები, მძიმე მრეწველობა (წიაღისეული, შავი ლითონი), საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურება.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტო რეგულარულად უჭერს მხარს მსგავსი სახის ბიზნეს ფორუმებს და მოუწოდებს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორობის ჩამოყალიბებისაკენ.