2010 წლის აგვისტოში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააჟღერა ინიციატივა საქართველოდან ბაყაყის ხორცის ექსპორტის დაწყებასთან დაკავშირებით, რასაც დადებითი შეფასებები მოყვა საზოგადოების დიდ ნაწილში
.
ზემოაღნიშნულ სფეროში საექსპორტო პოტენციალის კვლევისას პირველ რიგში გათვალისწინებულ იქნა პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა, რომელიც მომდინარეობს საფრანგეთიდან, მაგრამ სამინისტრო იმედს იტოვებს, რომ სულ მალე სხვა ქვეყნების ბაზრებზეც შესაძლებელი იქნება შესვლა. სავარაუდო საექსპორტო ბაზრებად განიხილება აშშ, ავსტრია და რიგი სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2009 წელს საქართველომ მოახდინა 250,000 ბაყაყის ექსპორტირება, გამოსაყენებელი ხორცის მოცულობამ შეადგინა 4, 175 კგ ხოლო ღირებულება განისაზღვრა 14, 612 აშშ დოლარის ოდენობით.
მიუხედავად მაღალი კვებითი მახასიათებლებისა ბაყაყის ხორცი არ გამოიყენება საქართველოს კვებით მრეწველობაში და არავის არ აუთვისებია ეს სფერო მიუხედავად ბაყაყების ჭარბი რაოდენობისა მდინარეებსა და ტბებში.
წინა წლებში გავრცელებული ფრინველის გრიპის შემდეგ მსოფლიო მოთხოვნა ბაყაყის ხორცზე ასტრონომიურად გაიზარდა რის შედეგადაც ქართველმა მეწარმეებმა დაიწყეს ბაყაყის ხორცის ექსპორტის შესაძლებლობის განხილვა. შესაბამისად ბაყაყის ფერმები გაიხსნა აჭარასა და გურიაში სადაც კლიმატური პირობები ხელს უწყობს მსგავსი მეურნეობის არსებობას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადების მიხედვით 2009 წელს ბაყაყების ექსპორტირება იყო საცდელი პროექტი, რომელიც მეტად წარმატებული აღმოჩნდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
ამჟამად საქართველო ახდენს ტბის მყვანე ბაყაყების ექსპორტს. დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე ერთი კილოგრამი ბაყაყის ხორცის ღირებულება მერყეობს 4-დან 6 აშშ დოლარამდე.