Home News საქართველოდან ირანში ცხვრის ექსპორტი  უკვე პირდაპირი ავიარეისით განხორციელდება

საქართველოდან ირანში ცხვრის ექსპორტი  უკვე პირდაპირი ავიარეისით განხორციელდება


Invest


 

2010 წლის 7 აგვისტოს საქართველოდან ირანში პირველად განხორციელდა ცხვრის ექსპორტი   პირდაპირი ავიარეისის გამოყენებით. პირველ ეტაპზე ჯამში 1000 ცხვარი გაიგზავნა, ხოლო 2010 წლის ბოლოსათვის დაგეგმილია ანალოგიური გზით 350 000 ცხვრის ექსპორტირება
.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ-ნ  ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, რონ ზემოხსენებული ინიციატივის განხორციელებამდე ცხვრის ექსპორტი ხდებოდა სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით რაც  ართულებდა ურთიერთთანამშრომლობას  ქართულ და  ირანულ მხარეებს შორის. ამასთანავე ირანელ ბიზნესმენებს ცხვრის შეძენა უხდებოდათ მესამე მხარის მომსახურების გამოყენებით.
 
პირდაპირი ავიარეისით ცხვრის ექსპორტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის თეირანში სამუშაო ვიზიტის დროს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები როგორც ირანის მთავრობასთან ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. სოფლის მეორნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საზრვარგარეთიდან  მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე  გაიზარდა რაც ასევე დასტურდება სტატისტიკური მონაცემებით.
 
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2009 წელს  საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 268 000 ცხვარი რაც უტოლდება 18 მილიონ აშშ დოლარს.  2010 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში გატანილი ცხვრის რაოდენობამ შეადგინა 10 000. საქართველოდან ცხვრის ექსპორტი ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, იორდანია, ლიბანი, საუდის არაბეთი და აზერბაიჯანი. წელს ირანი გახდა მეხუთე ქვეყანა, რომელიც მოახდენს საქართველოდან ცხვრის იმპორტს.

შენიშვნა: აღნიშნული  პრეს რელიზისათვის გამოყენებულ იქნა გაზეთშიჯორჯია თუდეიგამოქვეყნებული მასალა.

Online Chat
×