Home News ახალი თხილის გადამამუშავებელი ქარხანა ქ. ზუგდიდში

ახალი თხილის გადამამუშავებელი ქარხანა ქ. ზუგდიდში


Invest


2010   წლის 3 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განივითარების მინისტრი ზუგდიდში ახალი თხილის ქარხნის გახსნას დაესწრო. ქარხანაში, რომელიც ქართულ-კანადური ინვესტიციით რამდენიმე თვეში აშენდა, ამ ეტაპზე 180 ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი აფხაზეთიდანაა დევნილი. ქარხანა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, ის ექსპორტზე იქნება ორიენტირებულიკერძოდ, კომპანია "ზახილნათ იმპექსი" პროდუქციის ექსპორტს ევროპის ქვეყნებში, ეგვიპტეში, ამერიკასა და კანადაში გეგმავს. ამასთან, ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მომავალში წარმოების გაფართოებაც იგეგმება.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ადგილობრივ მცირე მეწარმეებსაც შეხვდა და თხილის ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა. როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და საწარმოები იხსნება, რაც თავის მხრივ ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს. "იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგეს, რეგიონები უნდა გავაძლიეროთ - ყოველი ქალაქი და სოფელი. ძლიერი სოფელი - ძლიერი ქართული ეკონომიკაა" - განაცხადა მინისტრმა.
 

Online Chat
×