მთავარი სიახლეები ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ

ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ




სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად, დასახული მიზანი განხორციელდა და ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ!

ფილმის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყება და საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.

აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ჰოლივუდის მაღალი რანგის, წარმომადგენლების მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 2 მაისამდე ვიზიტის ფარგლებში. ჰოლივუდის წარმომადგენლების ვიზიტი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინიცირებითა და ორგანიზებით შედგა. 

აღსანიშნავია, რომ კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ. 

პროგრამას „გადაიღე საქართველოში“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორცილებს. პროგრამის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო და ვიზუალური პროდუქციის შემნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნებას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც შემოსული 26 განაცხადი მოწმობს. მათგან გადაღებები უკვე დასრულდა 15 პროექტზე, 11 პროექტზე გადაღებები მიმდინარეობს. პროგრამის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 67 მილიონი ლარი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 8000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ონლაინ ჩატი
×