მთავარი სიახლეები შეხვედრა სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებთან

შეხვედრა სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებთან




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 26 მარტს, გაიმართა შეხვედრა  „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ პირობების და მიღწეული შედეგების შესახებ, ხოლო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმოიხილა საქართველოში არსებული ტურიზმის სექტორის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის „ლე როშე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, გაუზიარა აღნიშნული მიმართულების წარმომადგენლებს ინოვაციები, რომლებიც უკვე დაინერგა ამ მიმართულებით და დეტალურად გააცნო პროგრამა საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტის შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და კერძო სექტორის  საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლის მიხედვითაც გაკეთდება გამოკვეთილ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კომპანიის „ლე როშეს“ ეგიდით.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 80 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 225 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 2 200 ოთახს და 2 500-ზე მეტ სამუშაო ადგილს.

 

ონლაინ ჩატი
×