მთავარი სიახლეები შეხვედრა ამერიკულ კინომწარმოებელ კომპანიებთან

შეხვედრა ამერიკულ კინომწარმოებელ კომპანიებთან




საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  ღონისძიების  American Film Market გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო ე.წ „cash rebate“ მექანიზმის შესახებ. 

ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩაინიშნა შეხვედრა Motion Pictures Association - თან, რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან, ამერიკულ კომპანიებს, როგორებიცაა: Walt Disney Studios Motion Pictures, Netflix Studios, LLC, Paramount Pictures Corporation, Sony Pictures Entertainment Inc., Universal City Studios LLC, Warner Bros. Entertainment Inc.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნო ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებულ ვითარება და “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმი.

შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ გამოცდილებებზე და შედეგებზე, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში, კერძოდ ფილმის Fast&Furious 9 გადაღებებზე განხორციელდა და უკვე განხორციელებულ პროექტზე, ისეთი მსხვილი კომპანიისგან, როგორიცაა Universal Pictures დადებითი რეკომენდაციები გაიცა. ამასთანავე, ქართულმა და ამერიკულმა მხარემ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს ამერიკულ კომპანიაში HBO, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დეტალები იქნა განხილული.

 

ონლაინ ჩატი
×