მთავარი სიახლეები ღონისძიებების ორგანიზატორთა სესხის სუბსიდირების სქემა

ღონისძიებების ორგანიზატორთა სესხის სუბსიდირების სქემა




განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 16 ნოემბრიდან 2020 წლის 29  ნოემბრის ჩათვლით პერიოდში!

პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ კომერციულ ბანკს.

პროგრამის შესახებ:

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 16 ნოემბრიდან აცხადებს განაცხადების მიღებას პროგრამაზე „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა“.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი და ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის გადახდა.

პროგრამის პირობები:

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

სუბსიდირების სქემის შესაბამისად თითოეული სესხისთვის დათვლილი სუბსიდირების თანხა შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც აღნიშნული სესხის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.

  • კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
  • მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის  მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, უნდა დგინდებოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ის მიზნობრიობა არის მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენა.
  • პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.
  • პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ონლაინ ჩატი
×