მთავარი სიახლეები ქუთაისში ახალი საწარმო გაიხსნა

ქუთაისში ახალი საწარმო გაიხსნა




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.   

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძენა, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგო ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

საწარმო, რომელიც ქუთაისში, გუგუნავას შესახვევი #12-ში არის განთავსებული, წლიურად 2 მილიონ ლარამდე პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 700 000 ლარს შეადგენს.

ონლაინ ჩატი
×