მთავარი სიახლეები ქართული კომპანიების წარმატება ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული კომპანიების წარმატება ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  სამმა ქართულმა კომპანიამ  „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“ ჰონგ-კონგში  ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე „APLF” ქართული პროდუქცია წარადგინეს.

ღონისძიებაზე ქართულმა კომპანიებმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან, წარმატებულ შეთანხმებებს მიაღწიეს. კერძოდ, კომპანიასთან „გეფერინი“ აქსესუარებსის ექსკლუზიურად ჩინეთში გაყიდვაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ ერთ ჩინურ აქსესუარების  კომპანიასთან (www.viyajewelry.com). სამხრეთ კორეაში გაიგზავნა აქსესუარების ნიმუშები და ელოდებიან პასუხს თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ავსტრალიაში და სინგაპურში კი, გაიგზავნა რამოდენიმე ჩანთის ნიმუში. ამასთანავე, ქუვეითის ერთ ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსკლუიზიურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

კომპანია „კოსმო“ რომელიც პირველად წარსდგა საკუთარი პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე, დაიწყო მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშრისო კომპანიებთან: მიმდინარეობს მოლაპარაკება ესპანურ კომპანიასთან, მათ ვებგვერდზე კოსმოს ჩანთების განსათავსებლად.

სამხრეთ აფრიკული კომპანიისგან, რომელიც ჩანთებს აწარმოებს ჩინეთში, მიიღეს შეთავაზება  ჩანთებზე ქართული ორნამენტების მოახატვის შესახებ. ამერიკული კომპანია დაინტერესდა ქართული მოხატული ჩანთებით და შეიძინეს ნიმუშად ერთი მოდელი, მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთობლივი მოდელის შექმნაზე. შვედური კომპანია, რომელსაც აქვს ტყავის და ბეწვის ნაწარმის ონლაინ მაღაზია, დაინტერესდა კოსმოს საფულეებით, ნიმუშად წაიღეს ორი მოდელი და მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჰონგ-კონგური კომპანასთან კი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორ მოდელზე, რომელიც მოხვდა გამოფენის რჩეულთა შორის.

ამასთანავე, ერთ-ერთი ჰონკონგური კომპანია მოიხიბლა კომპანიის კოლექციით, რომელიც ქართულ ეთნიკური დიზაინს და თანამედროვე სტილს აერთიანებს და კომპანიისთვის შეიძინეს ნიმუშები.  ქუეითური კომპანია, რომელიც აპირებს აზერბაიჯანში სავაჭრო ცენტრის გახსნას, დაინტერესდა კოსმოს პროდუქციით, რომელიც გაიყიდება აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში.

წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოე კომპანიამ „ჰუმანოიდი“ ამერიკულ, იაპონურ, გერმანულ და ქუვეითურ კომპანიებთან. კომპანიის წარმომადგენლები ქართული პროდუქციით მიიწვიეს ფრანქფურტის, ამერიკის, მილანის საერთაშორისო გამოფენებზე.

 

ონლაინ ჩატი
×