მთავარი სიახლეები ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან




დღეს, სასტუმროში „რუმს თბილისი“,  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) თანაორგანიზებით პროექტის- „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გასაძლიერებლად“ პრეზენტაცია გაიმართა. 
პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტში ჩაერთვება 100 კომპანია, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის და ორი ახალი, პროექტის ფარგლებში შერჩეული, მიმართულებით. დამატებითი პრიორიტეტული სფეროების შერჩევის კრიტერიუმებია: დასაქმების, განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის მაღალი პოტენციალი. პროექტში ასევე ჩაერთვება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარი კომპანია არასასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან. პროექტზე მომუშავე გუნდი კვლევების და ანალიზის შედეგად გამოავლენს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ სექტორებს, პროდუქტებს და სერვისებს, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების, ზრდისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები. ამ კომპანიებისთვის შეიქმნება ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელსაც ეს ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ სერთიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად. კომპანიების ტექნიკური დახმარება, პირდაპირი სწავლება და კონსულტაციები პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 კომპანია, რომელიც მიიღებს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, მცირე გრანტებს. პარალელურად, საქართველოში ამ კომპანიებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და მასტერკლასებს. პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან 60 შერჩეული ორგანიზაცია გაივლის სასწავლო კურსს შვედეთში. ასევე, ეს კომპანიები ყოველწლიურად მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოფენა - გაყიდვაში.

შენიშვნა:

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს“ (EPRC) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მხარდაჭერილია „შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) მიერ.

ონლაინ ჩატი
×