მთავარი სიახლეები საჯარო დისკუსია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე

საჯარო დისკუსია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე




„ყველა ჩვენი პროგრამა უნდა იყოს ცოცხალი მექანიზმი და წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს და იხვეწებოდეს, სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.“-განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართელოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის პერსპექტივებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  ჩატარებული  კვლევის კომენტირებისას. კვლევის პრეზენტაცია 27 ნოემბერს, კონრად ადენაუერის ფონდის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების-ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და ასოციაციის „ათინათი“ ორგანიზებით, საჯარო ფორმატის დისკუსიის „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ მსვლელობისას გაიმართა.

დისკუსიაში სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციებისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ბიზნესგანათლება რჩება მთავარ გამოწვევად და ჩვენ ამ ორივე მიმართულებით ვაპირებთ ძალიან აქტიურ მუშაობას. ერთი-ეს იქნება საგარანტიო სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსარგებლეებს, რომ კიდევ უფრო გაუმარტივდეთ წვდომა ფინანსებზე და ეს საგარანტიო სქემა კი მათ უზრუნველყოფაში დაეხმარება. განათლების მიმართულებითაც სააგენტო განაგრძობს აქტივობას, კერძოდ, ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების სასერტიფიკატო კურსის გაგრძელდება, ასევე, დასრულების პროცესშია ონლაინ ტრენინგებისა და კურსების პროგრამის შემუშავების პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონების მაცხოვრებლებს ფიზიკურად, ტრენინგცენტრში დასწრების გარეშე მიიღონ წვდომა ინფორმაციაზე.“-აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა  

ონლაინ ჩატი
×