მთავარი სიახლეები USAID -ის მხარდაჭერით, სააგენტო საერთაშორისო კომპანია OCO Global-თან თანამშრომლობას იწყებს.

USAID -ის მხარდაჭერით, სააგენტო საერთაშორისო კომპანია OCO Global-თან თანამშრომლობას იწყებს.




USAID -ის მხარდაჭერით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ არეალს ზრდის დაუცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან - OCO Global  თანამშრომლობას იწყებს.

“OCO Global-თან მუშაობით OCO Global-თან მუშაობით მნიშვნელოვნად გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ მასშტაბს“ - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა. 

USAID-ის ფინანასური მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის  ეკონომიკაში  მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს ეკონომიკის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო ინვესტორთა  ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივის პრიორიტეტი იქნება ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების,  საავააციო  და მანქანების ნაწილების წარმოება.

“ეს ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას ინოვაციურ მრეწველობაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის   კონკურენტულ, საერთაშორისო  ბაზრებზე გასვლას”- ამბობს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. “პარტნიორობა ხელს შეუწყობს  USAID-ის ახალი სტრატეგიის განხორციელების დაჩქარებას, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის გაძლიერებას, რათა  შეიქმნას მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობები და განვითარდეს ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს  საქართველოს ყველა მოქალაქეს.”

ონლაინ ჩატი
×