მთავარი სიახლეები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებთან შეხვედრა გაიმართა




მიმდინარე წლის 1 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებთან შეხვედრა გამართეს.

„დღეს საქართველოს ყველაზე მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და მის წევრებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას და განახლებულ პროგრამებს გავაცნობთ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას უკვე პოსტ-კოვიდ ჭრილში შევხედეთ, სადაც გამოიკვეთა ქვეყნის პრიორიტეტული სექტორები, მაგალითად ელექტრო ნაწილების წარმოება, ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდება, ასევე, სხვა კომპონენტები, როგორებიცაა სამედიცინო ფარმაცევტიკა, კვლევითი ცენტრები და ა.შ.

პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება, რომელზეც სააგენტო აქტიურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით 130 მლნ ლარამე პორტფელი გვაქვს, როგორც წარმოების, ასევე, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით.“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ონლაინ ჩატი
×