მთავარი სიახლეები საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი

საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი იმართება. ბიზნესფორუმში 300 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად,  მონაწილეობას მიიღებს  საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი.

ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა აკიმასა იშიკავამ.

ფორუმის მსვლელობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გააცნო. 

დღის ბოლოს,  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით,  საქართველოს მთავრობის სახელით, გალა მიღება გაიმართება, რომელზეც 300-მდე იაპონური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია მიწვეული.

ონლაინ ჩატი
×