მთავარი სიახლეები საქართველო, დუბაიში გამართულ უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე წარდგება

საქართველო, დუბაიში გამართულ უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე წარდგება


ინვესტიცია


2018 წლის 2-4 ოქტომბერს, დუბაიში ყოვეწლიური უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენა (Cityscape Global 2018) გაიმართება, სადაც  საქართველოს გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე.   

აღნიშნული გამოფენა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის,  უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს. სწორედ ამ მიზნით, ფორუმის პირველ დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიზეილ ხიდურელი პრეზენტაციას გამართავს ქვეყნის საინვეტიციო გარემოსა, უძრავი ქონების და სტუმართმასპინძლობის სექტორების შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  საქართველოს საინფორმაციო სტენდი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.

საინვესტიციო გამოფენაზე საქართველოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარადგენს. სტაბილური ეკონომიკური გარემო, ლიბერალური და თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა, მნიშვნელოვნად გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა,  განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კონკურენტული სამუშაო ძალა სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 

 



 

 

 

 

 

ონლაინ ჩატი
×