მთავარი სიახლეები სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები

სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები




სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმები

ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში - მინიმუმ 10 ნომერი ან არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღება მინიმუმ 10 ახალი ნომრის დამატება (სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება დადგენილება N365 – 2014 წლის 30 მაისი N3 დანართის შესაბამისად):

  • სასტუმროს ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი – არანაკლებ 18 კვ.მ., მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 4კვ.მ;
  • ლიფტი - იმ შემთხვევაში თუ შენობა 2-ზე მეტ სართულიანია;
  • სანიტარიული კეთილმოწყობა:
      • საშხაპე/საპირფარეშო ან სააბაზანო/საპირფარეშო;
      • პირსაბანი;
  • ელექტრომომარაგება:
      • გარე განათება;
      • შენობის შიდა ფართობის განათება;
      • სასტუმრო ოთახ(ებ)ის და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება;
  • ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:
      • ხმაურდამცავი მინაპაკეტის ფანჯარა;
      • ოთახები ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა) აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;
      • დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა);
  • პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:
      • სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;
      • შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;
      • ლიფტით, ეტლით გადაადგილება;
      • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასტუმროში განთავსების საშუალება.
  • სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):
      • განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;
      • მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;
      • სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.
  • კვების ობიექტი - სასადილო ან რესტორანი.
  • ტელეკომუნიკაციები:
      • ტელეფონი და ინტერნეტი ოთახში;
      • ტელეფონი და ინტერნეტი საზოგადოებრივ ადგილას;
      • სატელევიზიო მაუწყებლობა.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი

ტექნიკური დახმარების კომპონენტი მოიცავს ბენეფიციარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას 

  • საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების თანადაფინანსება 80%-ის ოდენობით, არაუმეტეს 10,000 ლარისა თითოეულ ბენეფიციარზე

შენიშვნა:

სესხის დამტკიცების შემდგომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და მეწარმეს შორის ფორმდება ხელშეკრულება სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით.

ონლაინ ჩატი
×