მთავარი სიახლეები სასტუმრო ინდუსტრიის შედეგები

სასტუმრო ინდუსტრიის შედეგები




სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც თითოეულ მეწარმეს, შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

აღნიშნული კომპონენტი, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.

2019 წლის მარტის თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიუუს განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 82 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 232 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 82 სასტუმრო შექმნის 2 550-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 350-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. ზემოთხსენებული სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

ონლაინ ჩატი
×