მთავარი სიახლეები სამეწარმეო ბაზრობა და სამოყვარულო ტურნირი გუდაურში

სამეწარმეო ბაზრობა და სამოყვარულო ტურნირი გუდაურში




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს მთის კურორტების და კომპანიის „რედკო“ მხარდაჭერით, 24 მარტს, გუდაურში, სამეწარმეო ბაზრობა გაიმართა, რომლის მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა.

ღონისძიება პირველად ჩატარდა გუდაურში და იყო გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობამ შექმნა საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცე, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 25 მეწარმის პროდუქცია: სუვენირები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. 

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო სამოყვარულო ტურნირი სრიალში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს ბენეფიციარებმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს და მასში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებმა.

ონლაინ ჩატი
×