მთავარი სიახლეები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფორუმი ესტონური და ლატვიური კომპანიების მონაწილეობით

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფორუმი ესტონური და ლატვიური კომპანიების მონაწილეობით




ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს, 2019 წლის 5 ივნისს შედგება ესტონური და ლატვიური საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში. თბილისს ეწვევიან ესტონური კომპანიები: Helmes, B2B-Trade OÜ, Elisa Eesti AS, AS Levira, თანამშრომლობის პლატფორმა Smart City Lab, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ლატვიური აქსელერატორი Buildit Latvia-ს წარმომადგენლები.
ვიზიტის მიზანია ესტონურ, ლატვიურ და ქართულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პოტენციალის გამოვლენა.
5 ივნისს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, GIZ-ისა და საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით გაიმართება ფორუმი ესტონური და ლატვიური კომპანიებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით. ფორუმის პირველ ნაწილში საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლები სტუმრებს გააცნობენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის საქართველოში წარმოებულ პოლიტიკას, ამ სექტორში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების შესაძლებლობებს და ინოვაციების ხელშემწყობ ეკოსისტემას. საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი წარადგენს თავის პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს. დღის მეორე ნახევარში, თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიკაციისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების წახალისების მიზნით, გაიმართება ესტონური და ლატვიური კომპანიების და ორგანიზაციების პირისპირ შეხვედრები (B2B) ქართველ კოლეგებთან.

ონლაინ ჩატი
×