მთავარი სიახლეები საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019




2019 წლის 30 მაისს, წინანდალში, სასტუმროში „რადისონ კოლექშენ“ კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელმა და 200-მდე  ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. პირველ პანელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფციის და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინიძე გაუძღვნენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის, არსებული ბიზნესგარემოს და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს.

პარალელურად, ფორუმის სამუშაო სესიებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში. ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნება.

ფორუმი მიზნად ისახავდა პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეებმა საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელეს. 

ფორუმი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა, კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) ორგანიზებით და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ონლაინ ჩატი
×