მთავარი სიახლეები სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო ხალათების წარმოების გაფართოება შეძლო

სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო ხალათების წარმოების გაფართოება შეძლო




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელი საწარმო „დოქტორ გუდს“ დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ნათია თურნავას განცხადებით, საწარმომ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს დახმარებით დაიწყო ფუნქციონირება და მისასალმებელია, რომ მათი თანამშრომლებს რაოდენობა 5-დან 70-მდე გაიზარდა.

"სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკის სამინსიტროსთან ერთად აქტიურად არის ჩართული საჭირო, სტრატეგიული პროდუქციის წარმოებაში.დღეს ჩვენ ვესტუმრეთ საწარმოს, რომელიც სამედიცინო ხალათებს და კომბინიზონებს აწარმოებს, ხოლო სააგენტოს შუამდგომლობით, კომპანიამ მოახერხა დამატებითი სახსრების მოზიდვა და წარმოების გაზრდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი ბანკს. აღნიშნული წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რათა მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოდ შეძლონ." - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საწარმო „დოქტორ გუდს" 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა სტარტაპ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის კონტრიბუციით. რამდენიმე კვირის წინ კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით თიბისი ბანკის სესხი მიიღო წარმოების გასაფართოებლად. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ დამატებით 32 საკერავი მანქანა შეიძინა, რაშიც 60 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. საწარმო დღე-ღამეში 10 ათასამდე ხალათსა და 2 ათასამდე სამედიცინო კომბინიზონს აწარმოებს.

#აწარმოესაქართველოში #ქართულიადაკარგია

ონლაინ ჩატი
×