მთავარი სიახლეები სააგენტოს მხარდაჭერით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი 2 ქართული კომპანია საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

სააგენტოს მხარდაჭერით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი 2 ქართული კომპანია საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 2019 წლის 26-დან 28 იანვრის ჩათვლით, საფრანგეთში, ქ. პარიზში გამართულ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში - “Playtime Paris” ორი ქართული კომპანია: შპს „სპილოუ“ და შპს „რკო“ მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ  მსგავსი კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე პირველად გადიან, სადაც მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. 

Playtime Paris ევროპის უმხსვილესი გამოფენაა, რომელიც ბავშვების ტანსაცმლის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენას 50 ქვეყნიდან 20 000-ზე  მეტი ვიზიტორი დაესწრება, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 500-ს აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 

ონლაინ ჩატი
×