მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოსარგებლე მეწარმეები სადისტრიბუციო კომპანიებსა და მცირე მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოსარგებლე მეწარმეები სადისტრიბუციო კომპანიებსა და მცირე მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდნენ




8 ივლისს, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საპილოტე შეხვედრა გაიმართა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებსა და "ქართულ მაღაზიათა ასოციაციასა" და "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას" შორის.

გამოფენაში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის 20 ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას და საშუალება ქონდათ პროდუქცია გაეცნოთ გამოფენაზე მისული სტუმრებისთვის. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, მეწარმეებმა B2B შეხვედრები გამართეს ქართულ მაღაზიათა ასოციაციისა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან.

 

“დღევანდელი გამოფენა მიზნად ისახავს დიალოგს ძალიან მნიშვნელოვან მხარეებს-მეწარმეებს, დისტრიბუტორებსა და ქართული მაღაზიების ასოციაციის წარმომადგენლებს შორის. მცირე ბიზნესისთვის რთულია დიდ, ქსელურ მაღაზიებში შეღწევა და პროდუქციის რეალიზაცია, სწორედ ამიტომ, სააგენტოს მიზანია, დაფინანსების შემდგომ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ  ბენეფიციარებს  პროდუქციის რეალიზაციაში. - აღნიშნა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გამოფენის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ.

ონლაინ ჩატი
×