მთავარი სიახლეები ქართული პროდუქცია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი

ქართული პროდუქცია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი




28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 17 ქართველი დიზაინერის პროდუქცია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100 კომპანიასა, 130 ცნობილ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართული ბრენდები წარდგებიან: „BLIKVANGER”, “KANCHAVELI”, “LAKO BUKIA”, “KETI CHKHIKVADZE”, “GEORGE KEBURIA”, “JANASHIA”, “LALO”, “0711 TBILISI”, “ANOUKI”, “Dalood”, “TAMUNA INGOROKVA”, “LIYA”, AKA NANITA”, “MATURELLI”, “LADO BOKUCHAVA”, “TIKO PAKSA”, “ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI”.

შოურუმის ფარგელებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნონ, დაამყარონ ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინონ წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

 

 

ონლაინ ჩატი
×