მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქ.საჩხერეში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქ.საჩხერეში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება


ბიზნესი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ბენეფიციართა რიცხვს სასტუმრო - შპს „ბერნი“ დაემატა.

სასტუმრო, რომელიც იმერეთის რეგიონში, ქალაქ საჩხერეში განთავსდება. 20 ნომრიან სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 50 ადამიანი დასაქმდება, განთავსებული იქნება გასართობი სივრცე, მაღალი დონის რესტორანი. ამასთანავე, ნებისმიერი დამსვენებლისთვის შესაძლებელი იქნება იმერეთის სხვადასხვა სოფლების და ღირშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად ტურებისა და ლაშქრობების დაგეგმვა, რომლებიც დაკავშირებული იქნება ადგილობრივ ტრადიციებთან და ყოფა-ცხოვრებასთან.

სასტუმრო, რომელიც 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება, ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 684 000 ლარს შეადგენს.

2018 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 62 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 164.1 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 62 სასტუმრო შექმნის 1 800-ზე მეტ დამატებით ოთახს და 1 700-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. 

ონლაინ ჩატი
×