მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „მეგადორსი“

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „მეგადორსი“


ბიზნესი


პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში „მეგადორსი“ წარმოებას აფართოებს.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების განახლებული პროგრამით ისარგებლა და შედეგად, ავეჯის საწარომოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს. 

“შპს ‘მეგადორსი’ არის ერთერთი კომპანია, რომელმაც წარმატებით და სწრაფად გამოიყენა სესხის თანადაფინანსების პროგრამის გაუმჯობესებული პირობები, რაც 2 წლიანის მაგივრად 3 წლიან სუბსიდირებას და გაზრდილ ლიმიტს გულისხმობს” - აცხადებს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. 

დამტკიცებული სესხის ფარგლებში, “მეგადორსი” 4.8 მლნ ლარის გამოყენებას შეძლებს და ჯამში 6 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პირველ ეტაპზე კომპანია სულ მცირე 22 ადამიანს დაასაქმებს და პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სააგენტოს ინდუსტრიულ კომპონენტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე, თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. 

ასევე, პროგრამას დაემატა შემდეგი საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშნებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიები. შესაბამისად, ინდუსტრიულ კომპონენტში 200-ზე მეტი პრიორიტეტული საქმიანობა არის შესული.

ონლაინ ჩატი
×