მთავარი სიახლეები სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წლიური ანგარიში

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წლიური ანგარიში




საწარმო „მეამა“-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშის და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ხოლო სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარუდგენა.

2019 წელი ყველა მიმართულებით მეტად დატვირთული და შედეგიანი აღმოჩნდა. სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელდა არაერთი წარმატებული პროგრამა და აქტივობა როგორც ბიზნესის განვითარების, ისე ექსპორტის ხელშეწყობის და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამას დაემატა სხვადასხვა მიმართულებები და უფრო მეტად გახდა მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებული.

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, დღეის მდგომარეობით სააგენტოს მხარდაჭeრით შექმნილია და გაფართოებულია 495 საწარმო და სასტუმრო პროექტი, რომლებიც შექმნის 17 ათასზე ემტ სამუშაო ადგილს. 2018 წელთან შედარებით , საწარმო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 31 % - ით , ხოლო სასტუმრო პროექტები 48 % - ით.

აღსანისნავია, რომ პროგრამა 2014 წლიდან მუშაობს და მისი ეკონომიკური ეფექტი უკვე ძალიან დიდ შედეგს გვაძლევს, კერძოდ ერთმა სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა 15,7 ლარის ინვესტიციას, კერძო სექტორის მხრიდან და ასევე, იგივე სუბსიდირებულმა ლარმა ბიუჯეტში გადასახადების სახით შემოიტანა 5.04 ლარი და  შექმნა 8,7 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი.

ამასთანავე, ძირითად პროგრამებთან ერთად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთავრობასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინირებით მუდმივ რეჟიმში ახდენს ქვეყნის მოკლე-ვადიან გამოწვევებზე დაკვირვებას და წელს,  როდესაც ავია სანქციებით დაზარლდა ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, ოპერატიულად შეიმუშავა პროგრამა მცირე სატუმროებისთვის , რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 177 პროექტი.

ზემოხსენებულ პროექტთან ერთად, 2019 წელს სააგენტომ შეიმუშავა პროგრამა საზღვრისპირა სოფლების მხარდაჭერისთვის, რომლითაც ხელი შეწწყო გამყოფ ხაზებთან ვაჭრობის და ბიზნესპარტნიორობის ჩამოყალიბებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მხარდაჭერილ იქნა 14 პროექტი, კერძოდ 49 ბენეფიციარი.

რაც შეეხება, ფილმის ინდუსტრიას, 2019 წელი იყო ქვეყნისთვის პრეცედენტული და პირველად საქართველოში გადაღებულ იქნა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, 13 საერთაშორისო პროექტი დაფინანსდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანაში 55.7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სააგენტოს  ექსპორტის ხელშეწყობა მიმართულების ფარგლებში,  2019 წელს სააგენტოს მხარდაჭერით, 120-მა ქართულმა კომპანიამ შეძლო მონაწილეობის მიღება 16 საერთაშორისო ამავე მიმართულების ფარგლებში, გადამზადდა 65 ექსპორტის მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მესამე მიმართულების ფარგლებში - ინვესტიციების მოზიდვის დეოარტამენტის მხარდაჭერით 2019 წელს, 5 საერთაშორისო პროექტი შემოვიდა ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც 83 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 850-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წლიური ანგარიშის ღონისძიება, სააგენტოს „წარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების პროგრამის ბენეფიციარის კომპანიაში „მეამა“ გაიმართა.

„მეამა“ მაღალტექნოლოგიური  კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს.

ქართული ყავის კაფსულებით არამხოლოდ ქართული ბაზარი, არამედ საერთაშორისო ბაზრების მომარაგებაც იგეგმება.

ამ ეტაპზე კომპანიაში 120 ადამიანია, სამომავლოდ კი, ამ ციფრის 500-მდე გაზრდას გეგმავენ.

ღონისძიებას დაესწრნენ, როგორც მთავრობის და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

ონლაინ ჩატი
×