მთავარი სიახლეები სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიკრო ბენეფიციარის წარმატების ისტორია

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიკრო ბენეფიციარის წარმატების ისტორია


ბიზნესი


გაიცანით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი ამხანაგობა „მეღვინეობა ჯიმშელაძე“, რომელმაც მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, 2 წლის წინ 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა და მისი პროდუქცია უკვე ისეთ ბაზრებზე მოხვდა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ამერიკა.

ბექა ჯიმშელაძე - ამხანაგობის „ჯიმშელაძეების მარანი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

„საქმიანობა დავიწყეთ 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოვიპოვეთ და ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის ჩამოსხმა, სათანადოდ შეფუთვა და ადგილობრივ ბაზარზე გატანა შევძელით.

ასე შეიქმნა ღვინის ახალი ბრენდი - VELLINO. გამომდინარე იქიდან რომ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ღვინოს, ძალიან მალე გაჩნდა ინტერესი მომხმარებლებში და გაზრდილმა მოთხოვნამ აუცილებელი გახადა წარმოების მასშტაბების გაზრდა. ამ ეტაპზე უკვე ვაწარმოებთ ოთხი სახის ღვინოს, რომელიც მზადდება ადგილობრივი ჯიშის ყურძნებისგან(რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი). საშუალო წლიური წარმოება შეადგენს 10,000-12,000 ბოთლს.

2017 წელს ჩვენი ფინანსებით ავაშენეთ მარანი, სადაც მიმდინარე წლის მაისიდან ტურისტებსაც ვმასპინძლობთ და აქტიურად ვართ ჩართულები ღვინის ტურიზმში. 2018 წლიდან, კი ჩვენი ღვინის რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრის გარდა უკვე საერთაშორისო ბაზრებზე, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ხორციელდება. ამავე წლის მაისში ჩატარებულ ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც 60-ზე მეტი მწარმოებელი და 200-ზე მეტი ღვინო იღებდა მონაწილეობას მთელი საქართველოდან, ჩვენმა წარმდგენილმა ორმა ღვინომ შემდეგი ჯილდოები დაიმსახურა: საფერავი 2017 - ოქროს მედალი; რქაწითელი 2017 - ვერცხლის მედალი.

გაყიდვები დავიწყეთ 2016 წლის ოქტომბირდან, ადგილობრივ ბაზარზე. ხარისხიდან გამომდინარე, დასაწყისიდან დღემდე ვცდილობთ ვიყოთ ნიშურ ბაზარზე, როგორიცაა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები(Rooms Hotel, Iota Hotel, Stamba Hotel და ა.შ) და ღვინის სპეციალური მაღაზიები(8000 მოსავალი, ღვინის გალერეა, ღვინის ლაბორატორია და ა.შ). 2018 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობთ ღვინის გამოფენებში საქართველოს ფარგლებს გარეთ. წელს დავესწარით ისეთ პრესტიჟულ ღვინის გამოფენებს მსოფლიოში, როგორიც არის RAW WINE, რომელიც ჩატარდა მარტში ლონდონში და მაისში ბერლინში. ჩვენი ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ყოფნაც სწორედ ლონდონის გამოფენის შედეგია. ამავე წლის ოქტომბერში(9-13) იმართება ღვინის გამოფენები ჰონგ-კონგსა და შანხაიში, რომელშიც საქრთველოდან წარდგენილ მარნებს შორის, ჩვენი მარანიც - VELLINO- იღებს მონაწილეობას. ეს კი ნიშნავს მეტ პოტენციურ მყიდველს და დაინტერესებულ პირს ისეთი დიდი ბაზრიდან, როგორიც ჩინეთია“. 

 

ონლაინ ჩატი
×