მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაცია გაიმართა




დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და USAID REAP-ის მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სასტუმროში „რუმსი“ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან  შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პრეზენტაცია  ონლაინ პლატფორმის WWW.TRADEWITHGEORGIA.COM   შესახებ, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებლები დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროდუქცია/სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს.

საიტის მიზანია ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული პირებისათვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ა.შ) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.

სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციის კამპანიაში, როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე, მიზნობრივ ბაზრებზე.

ხელმისაწვდომი იქნება გზამკვლევი და ვიდეოგაკვეთილი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს პროფილის შევსების პროცესში.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა მეწარმეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

შენიშვნა:

აღნიშნული სახის შეხვედრები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

 

 

ონლაინ ჩატი
×