მთავარი სიახლეები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზები უწევს „Websummit 2018“ ქართული სტენდის განთავსებას.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზები უწევს „Websummit 2018“ ქართული სტენდის განთავსებას.




საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით    სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებას უწევს ქ. ლისაბონში დაგეგმილ ღონისძიებაზე „Websummit 2018“ ქართული სტენდის განთავსებას.

ღონისძიება, რომელიც 5-დან 8 ნოემბრის ჩათვლით იმართება, ქართული სტენდის ქვეშ  სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 12 ქართული სერვისის მიმწოდებელი კომპანია, მათ შორის 5 სტარტაპი იქნება წარმოდგენილი: Mobility International; Solaris; OptioAI; Redberry; BetterFly; QuickCash; Unicorp; Pawwwn; Travel Guide App; Web doors; Lingwing; Pulsari.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული IT, ინოვაციების, ტექნოლოგიების და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სფეროში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 70 000-მდე მონაწილე ესწრება, რაც ქართული კომპანიებისთვის მნიშნელოვანი ბიზნესკავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები IT, ტექნოლოგიების  და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოღვაწე კომპანიებთან,  კერძოდ კი  თითოეულ დაინტერესებულ პირს აცნობენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, საექსპორტო პოტენციალს და იმ მექანიზმებს რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ასევე, დამსწრე ქართულის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს ჩანიშნული აქვთ B2B შეხვედრები.

 

 

ონლაინ ჩატი
×