მთავარი სიახლეები რეგისტრაცია თანადაფინანსების მექანიზმის მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის დაიწყო

რეგისტრაცია თანადაფინანსების მექანიზმის მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის დაიწყო




ჩამოტვირთეთ:

სარეგისტრაციო მიმართვის ფორმა

შევსებული განაცხადი უნდა წარუდგინოთ კომერციულ ბანკს. 

განაცხადების მიღება გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით!

პროგრამის შესახებ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის სექტემბრიდან ახალ პროგრამას „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ განახორციელებს.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.

პროგრამის პირობები:

  • თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს ბანკის მიერ მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროს ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:
  1. არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
  2. არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;
  • თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს:
  1. 300 000 (სამასი ათასი) ლარს - ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში
  2. 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში
  3. 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის მიმდინარე სესხზე გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხის 70% ან მეტი;
  • კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში;
  • სასტუმრო უნდა მოიცავდეს 4-დან 20-მდე ნომერს;
  • მეწარმე-სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია;
  • პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.

ონლაინ ჩატი
×