მთავარი სიახლეები პროექტში GEclose2EU მონაწილეობის მისაღებად  კონკურსი გამოცხადდა

პროექტში GEclose2EU მონაწილეობის მისაღებად  კონკურსი გამოცხადდა




1 მაისს, სასტუმროში „რუმსი“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (Economic Policy Research Center ) ერთობლივ პროექტში-GEclose2EU  მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიები 15 000 ლარამდე  ტექნიკური დახმარების გრანტს მიიღებენ, ასევე, შესაძლებლობა მიეცემათ  შვედეთსა და ჰოლანდიაში სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრონ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა, აგრეთვე, ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ.

კონკურსში განაცხადების   შეტანა 1 მაისიდან 1 ივნისამდე,  ვებ-გვერდზე: www.geclose2eu.info იქნება შესაძლებელი.

პროექტი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.  პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება, მისი ჯამური ბიუჯეტი კი 2,3 მილიონი აშშ დოლარია.

 

ონლაინ ჩატი
×