მთავარი სიახლეები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ბაკურიანში კიდევ ერთი მაღალი სტანდარტების სასტუმრო გაიხსნება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ბაკურიანში კიდევ ერთი მაღალი სტანდარტების სასტუმრო გაიხსნება




სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი - შპს „ ბაკურიანი ინნ “ შეემატა.

127 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც 2019 წლის ივლისში გაიხსნება, დაბა ბაკურიანში კ.წაქაძის #12-ში იქნება განთავსებული. გარდა მაღალი დონის სტანდარტული ოთახსებისა, სასტუმროში ასევე არის ლუქს ოთახები, რომლებსაც ექნებათ ეზოში გასასვლელი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ წარმოუდგენელი სილამაზის ხედების ფონზე დასვენება. ამას გარდა, სასტუმროში განთავსებული იქნება ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, 4 ბარი, თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთული საკონფერენციო დარბაზები,  საცურაო აუზი, საუნა, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი ოთახები. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე    ადგილობრივ.სასტუმროს „ბაკურიანი ინნ“ მთავარი მისიაა მიაწოდოს ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს მაღალი ხარისხის მომსახურება და შეუქმნას მათ დაუვიწყარი გამოცდილება კონკურენტულ ფასად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ამავდროულად აამაღლებს ინდუსტრიის სტანდარტებს.

შპს ,,ბაკურიანი ინნ“ სასტუმროების ქსელის ნაწილია, რომელიც გარდა აღნიშნულისა, კიდევ ორ ქსელს აერთიანებს, კერძოდ:: თბილისში, 202 ნომრიანი ,,ივერია ინნ“ და გუდაურში 60 ნომრიანი, ,,გუდაური ინნ“, რომელიც 2016 წელს სწორედ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გაიხსნა. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 700 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 75 ადამიანი დასაქმდება.

2019 წლის მარტის თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 82 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 232 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 82 სასტუმრო შექმნის 2 550-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 350-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. ზემოთხსენებული სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

ონლაინ ჩატი
×