მთავარი სიახლეები პირველი ქართული სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის საწარმოს გახსნა

პირველი ქართული სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის საწარმოს გახსნა




შპს „ელ+“- მა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების, საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა. შედეგად, კომპანიამ ახალი ევროპული სტანდარტების საწარმო დააფუძნა უახლესი, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე დანადგარებით.

ოფიციალურ გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 
მინისტრი  ნათია თურნავა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.

ქარხანაში იწარმოება ცეცხლმაქრები, სახანძრო კარებები, ცეცხლგამძლე კარადები, ცეცხლმედეგი ვენტილირებადი ფასადები, მეტალის სტელაჟები და სხვა. ამასთანავე, ტერიტორიაზე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო.

იგი საწარმოში მხოლოდ მაღალი ხარისხის შესაბამის სერტიფიცირებულ მასალას იყენებს. საწარმო არის ISO9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი. შედეგად, კომპანია ეტაპობრივად ადგილობრივი წარმოებით იმპორტულ პროდუქტს ანაცვლებს.

კომპანიას 200-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, რომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

ონლაინ ჩატი
×