მთავარი სიახლეები პირველად ქართული ავეჯის კომპანიები საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

პირველად ქართული ავეჯის კომპანიები საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას




2019 წლის 14-დან 20 იანვრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროკავშირისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტისა და ქართული ავეჯის კლასტერის ორგანიზებით, პირველად 4 ქართული კომპანია (შპს ფუნდუკი, შპს დიზაინ ბიურო, შპს XYZ და ი/მ ანუკა თავართქილაძე) ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში „PASSAGEN 2019” იღებს მონაწილეობას.

ღონისძიება ქალაქ კიოლნში იმართება და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია დიზაინის მიმართულებით. გამოფენას სტუმრობენ დიზაინის საერთაშორისო ექსპერტები, პოტენციური პარტნიორების მაძიებელი კომპანიები და პრესა, რაც უზრუნველყოფს მონაწილე კომპანიის ხილვადობისა და კონკრეტულ კომერციულ შესაძლებლობების ამაღლებას.

მონაწილეებს შემუშავებული აქვთ ერთიანი კონცეფცია ღვინის თემატიკაზე და საერთო სივრცეში მოხდება ღვინის ავეჯის წარდგენა.გამოფენის მიმდინარეობისას გაიმართება ქვეყნის საპრეზენტაციო წვეულება, სადაც ქართული მხარე სტუმრებს უმასპინძლებს ქართული ღვინით.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 

ონლაინ ჩატი
×