მთავარი სიახლეები ESMF-ისა და SEP დოკუმენტების სამუშაო ვერსიების წარდგენა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში

ESMF-ისა და SEP დოკუმენტების სამუშაო ვერსიების წარდგენა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში




ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო (ESMF) და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის (SEP) დოკუმენტების სამუშაო ვერსიები „საქართველო: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარების“ პროექტისათვის (მსოფლიო ბანკი P173975)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ეროვნული ბანკი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განიხილავს განახორციელოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარების პროექტი. პროექტი განხორციელდება ეროვნული კანონმდებლობისა და მსოფლიო ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის მსოფლიო ბანკის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ჩარჩო დოკუმენტით (ESF) გათვალისწინებული ბუნებრივ და სოციალური სტანდარტების (ESS) დაცვით.

პროექტის ფარგლებში, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენა უმეტესწილად გათვალისწინებულია პირველი კომპონენტის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის დაფინანსებას (პასუხისმგებელი უწყება - აწარმოე საქართველოში).

პროექტის სხვა კომპონენტები მოიცავს:

2.1  სწრაფი გადახდის სისტემის დანერგვა

2.2 „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ სისტემის ელექტრონული ინფრასტრუქტურისა და  რეესტრის შექმნას

2.3 მოძრავი გირაოს რეგისტრაციისა და აღსრულების რეჟიმის განმტკიცებას

3.   უზრუნველყოფს პროექტის მართვის, განხორციელების და მონიტორინგის საჭიროებებს

4. გააქტიურდება საგანგებო ვითარების არსებობის პირობებში გაუთვალისწინებელი გარემოებების უზრუნველსაყოფად

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო (ESMF) დოკუმენტის სამუშაო ვერსია აღწერს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ბუნებრივ და სოციალური რისკის მართვის, „სკრინინგის“, რისკის შემცირების, მონიტორინგის და უკუკავშირის პრინციპებს. ESMF განსაზღვრავს თითოეული მონაწილე მხარის, მათ შორის, კომერციული ბანკების, სალიზინგო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების (რომლებიც გამოთქვამენ მზაობას პროექტში ჩაერთონ „მონაწილე ფინანსური ინსტიტუციების“ (PFI) სტატუსით), სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორი ორგანიზაციების, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მათი კონტრაქტორების ფუნქციებსა და მოვალეობებს.

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი გამოყენებული იქნება  სათანადო მეთოდებისა და მექანიზმების იდენტიფიცირების მიზნით, რათა მოხდეს მოსალოდნელი ეკოლოგიური და სოციალური რისკების შეფასება, მართვა და პროექტის შესაძლო ზეგავლენის განსაზღვრა.

დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის (SEP) სამუშაო ვერსია შემუშავებულია მსოფლიო ბანკის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ჩარჩო დოკუმენტის (ESF) შესაბამისად. ჩართულობის გეგმის მიზანია ყველა იმ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული პროექტით ან პროექტი ახდენს ზეგავლენას მათზე.  SEP აღწერს სამიზნე ჯგუფებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მეთოდებს მთელი პროექტის განმავლობაში და განსაზღვრავს  პროექტის საჩივრების მექანიზმს.

წარმოდგენილი განცხადება მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეებისგან სათანადო უკუკავშირის (ვერბალური ან/და წერილობითი) მიღებას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო (ESMF) და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის  გეგმის (SEP) დოკუმენტების სამუშაო ვერსიებთან მიმართებაში. საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მიღებული კომენტარები შესაბამისად აისახება დოკუმენტების საბოლოო ვერსიაში.

ESMF-ისა და SEP-ის საბოლოო ვერსიები განთავსდება მსოფლიო ბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ვებგვერდებზე. სსიპ აწარმოე საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ESMF და SEP დოკუმენტები შესაძლოა გადაიხედოს პროექტის ნებისმიერ ეტაპზე.

გთხოვთ, იხილოთ ESMF- ის სამუშაო ვერსია

გთხოვთ, იხილოთ SEP-ის სამუშაო ვერსია

ვირტუალური საჯარო კონსულტაციის სესია გაიმართება 30 მარტს, 17:00 საათზე, Zoom პლატფორმის მეშვეობით:  https://enterprisegeorgia-gov-ge.zoom.us/j/94636460275

 

ESMF და SEP დოკუმენტების სამუშაო ვერსიებში   ინფორმაციის დამატებისათვის, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი კომენტარი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართებზე: info@enterprise.gov.ge  ან info@nbg.gov.ge, არაუგვიანეს, 2021 წლის 2 აპრილისა.

 

პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში, დამატებითი კითხვებისა თუ კომენტარების არსებობის შემთხვევაში,  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

სსიპ „აწარმოე საქართველოში“

დ. უზნაძის ქ. #18, 0102,

თბილისი, საქართველო

www.enterprise.gov.ge

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკი

სანაპიროს ქ. #2. 0114

თბილისი, საქართველო

www.nbg.gov.ge

 

საკონტაქტო პირი:

ავთანდილ ღოღობერიძე

სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი

aghoghoberidze@enterprise.gov.ge

 

საკონტაქტო პირი:

ნატალია ჭყოიძე

საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის უფროსი

Natalia.Tchkoidze@nbg.gov.ge

 

ონლაინ ჩატი
×