მთავარი სიახლეები მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტის შედეგები

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტის შედეგები




მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. აღნიშნული პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.
მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოვონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313  პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც გვყავს 8 412  ბენეფიციარი.
 

ონლაინ ჩატი
×