მთავარი სიახლეები მასტერკლასი "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“

მასტერკლასი "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“




25 ივნისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, MCI Group - Management Consulting Investment-თან პარტნიორობით, ბათუმში გაიმართა მასტერკლასი თემაზე: "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების  სისტემა“. თემის ფარგლებში, განიხილული იქნა  აქტიური  გაყიდვების სტრატეგიები და ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები.

მასტერკლასს გაუძღვა საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც უკავშირდება აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტური მართვას და კლიენტთა მომსახურებას. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად, მაიკლს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: Panasonic, Toyota, Volvo, Nestle, Unilever, Heineken.

ონლაინ ჩატი
×