მთავარი სიახლეები კვირის მეწარმე - ილია გეფერიძე

კვირის მეწარმე - ილია გეფერიძე




  • საქმიანობის წამოწყების მოკლე ისტორია

მე და ჩემს მეუღლეს სხვადასხვა სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, წამოგვეწყო საკუთარი საქმიანობა.  დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, თუ რა სფეროში გვეცადა, ორივე შევჯერდით იმ ფაქტზე, რომ ეს აუცილებლად წარმოება უნდა ყოფილიყო. არ გვინდოდა, დაგვეწყო ისეთი წარმოება, რომლის ანალოგიურიც უკვე არსებობდა საქართველოში. ბაზრის მოკვლევის შედეგადვ გავარკვიეთ, რომ ნიშა, რომელსაც ჩვენ ვეძებდით, ქალის ჩანთები იყო. 2014 წლის აგვისტოში, დავაფუძნეთ კომპანია "გეფერინი". კომპანიის სახელი ოჯახის გვარიდან (გეფერიძე) გამომდინარე შევარჩიეთ და წარმოებაც დავიწყეთ.

  • საიდან წამოვიდა ბიზნესის შექმნის მთავარი იდეა და რა იყო შთაგონების მთავარი ინსპირაცია?

როგორც ავღნიშნე, დაგროვილი სამუშაო გამოცდილებიდან და დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, საკუთარი საქმიანობის წამოწყებან გადავწყვიტეთ. რაც შეეხება ინსპირაცია, აღნიშნული სხვადასხვა ცნობილი, წარმატებული ბრენდების დამფუძნებლების გამოცდილება იყო, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს ყველაფერი - ისე როგორც ჩვენ.

  • რა არის თქვენს პროდუქტში გამორჩეული და ინოვაციური?

გეფერინმა შექმნა ბრენდის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ დიზაინს, ლიმიტირებულ მოდელებს, მაღალ ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასს. როდესაც გამოფენებზე დავდივართ, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენი მოდელები არის განსხვავებული სტილის და ის არ გავს რომელიმე ბრენდის პროდუქციას.

რა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა თქვენი ბიზნესი სხვა მსგავსი ბიზნესებისგან?

გეფერინს სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს განსხვავებული დიზაინი და მაღალი ხარისხი ფასთან მიმართებაში. ჩვენი საბითუმო ფასები  ჩინური მსხვილი კომპანიების იდენტურია.

  • რამდენი სახის პროდუქტს აწარმოებთ და სად ხდება მისი რეალიზაცია?

ჩვენ ვაწარმოებთ 5 სახის პროდუქტს, კერძოდ: ჩანთებს, ფეხსაცმელს, საფულეებს, ქამრებს და აქსესუარებს. თითოეული სახის პროდუქციაშიც ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც ფერების, ასევე, დიზაინის კუთხით. პროდუქციის რეალიზაციას ვახროციელებთ ადგილობრივად და ასევე, რამდენიმე ქვეყანაში. თბილისში გავქვს ორი წარმომადგენლობა, ასევე, როგორც ზემოთ ავღნიშნე ჰონგ-კონგის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში არის განთავსებული ქართული კომპანიის მაღაზია.

  • რამდენად დაგეხმარათ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობა ბიზნესის განვითარებაში?

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ჩვენი პროდუქტი საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა და ძალიან მოთხოვნადი გახდა. კერძოდ, სააგენტოს ორგანიზებით და თანადაფინანსებით, ჩვენმა კომპანიამ მიიღო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა. გამოფენების შედეგად, სამი ქვეყნის (ჰონგ კონგი, ქუვეიტი და სინგაპური) წარმომადგენლობასთან ბიზნესკავშირები დავამყარეთ და პროდუქციის ექსპორტის ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჰონგ-კონგში, ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში Harbour City ჩვენი კომპანიის „გეფერინის“ მაღაზიის გახსნა. აღნიშნული, სააგენტოს ორგანიზებით, ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე APLF მონაწილეობის შედეგად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დავამყარეთ საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. აღსანიშნავია, რომ Harbour City მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრების ტოპ ათეულში შედის.

  • რამდენად დიდია აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა?

მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთოშორისო ბაზარზე ძალიან მაღალია. მოხარულები ვართ, რომ მოთხოვნა ყოველთვის ასწრებს წარმოებას. აღნიშნული მოტივაციას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი კომპანია და წამროების მოცულობა.

  • თქვენი აზრით რატომ გახდით „კვირის მეწარმე“?

გეფერინმა ხუთი წლის განმავლობაში გაიარა ურთულესი გზა. არაერთხელ დადგა კომპანიის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი მაგრამ მის გადასარჩენად უკან არასდროს დაგვიხევია. დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული, ქართული კომპანიაა, თუმცა არ იყო მარტივი ყველაფრის ნულიდან დაწყება და ამ ურთულესი გზის გავლა. მუდმივად გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ გეფერინი აუცილებლად გახდება მსოფლიო დონის ბრენდი. 

 

ონლაინ ჩატი
×