მთავარი სიახლეები ინდუსტრიული მიმართულების შედეგები

ინდუსტრიული მიმართულების შედეგები




„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების ერთ-ერთი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.


2019 წლის იანვრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 276 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 638 მლნ ლარს აღემატება. სულ შეიქმნება 11 480-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ონლაინ ჩატი
×